Saturday, March 17, 2012



1.       პროექტის სახელწოდება:  რატომ დავშორდით წიგნებს?!
2.       პროექტის მთავარი იდეა (თემა):  დავანახოთ მოსწავლეებს წიგნების აუცილებლობა
3.       პროექტის აქტუალობა:პრობლემის გადასაჭრელად საჭირო გეგმის შემუშავების, კვლევა–ძიებისა და სათანადო დასკვნების გაკეთების, კომუნიკაციის უნარების  განვითარება.
4.       პროექტის მიზანი: დავუბრუნოთ ახალგაზრდობა წიგნებს.
5.       მონაწილეთა ასაკი: მე–3 კლასი.
6.       ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:  მოცემულ პრობლემაში გათვითცნობიერებული მოსწავლეები, რომლებიც დაინახავენ წიგნების კითხვის აუცილებლობას, სწორად შეარჩევენ (ასაკის მიხედვით) საკითხავ ლიტერატურას, დაუახლოვდებიან ბიბლიოთეკას,  მოამზადებენ  პრეზენტაციას,ვებ–გვერდს/ბლოგს.
8.       პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):                                                                                                        1) ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით.
2)გამოკითხვის ჩატარება რამოდენიმე კლასში თემაზე: ,,უყვართ თუ არა წიგნების კითხვა? რომელი ჟანრის ნაწარმოებებს კითხულობენ?’’
3)ინტერვიუს აღება პედაგოგებისაგან: –რატომ ჩამოშორდნენ ბავშვები წიგნებს?
4) გამოკითხვის ჩატარება მშობლებთან: –რამდენად უყვართ მათ შვილებს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვა? როგორ უწყობენ ხელს წიგნის სიყვარულის გაღვივებას?
5) ინტერვიუ ბიბლიოთეკარებთან.
6) გამოჩენილ (წიგნიერ) პიროვნებებზე ინფორმაციის მიწოდება ან სტუმრად მოწვევა.
7) მიღებული მასალების შეჯერება

9.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მიკროფონი, ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი.
10.  საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:  სტანდარტი–ქართუ ლი:
III.2. თანამიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცემს სათქმელს.
III.2.  ზეპირ       მეტყველების დროს  იცავს მართლმეტყველების ნორმებს.
III.4. საკომუნიკაციო ამოცანის მიხედვით წარმართავს სამეტყველო ქცევას.
III.11. მოსწავლე დამოუკიდებლად წერს მარტივ, რამდენიმე წინადადებისაგან შედგენილ,დასრულებული ახრის მქონე ტექსტს.
III. 13. იყენებს ტექსტის ჩასწორების მარტივ ხერხებს.
 III.14. მოსწავლე ავლენს ტექსტის შექმნის  შემოქმედებით უნარს.
  11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):    ირმა თოხაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   irma.tokhadze7@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment